საქართველოს ტბები
пятница, 23 января 2015 г.
ლისის ტბა
ლისის ტბა — ტბა თბილისის ქვაბულში, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით. ზედაპირის ფართობია 0,47 კმ², აუზის ფართობი — 16 კმ², მაქსიმალური სიღრმე — 4 მ, მოცულობა — 1,22 მლნ. მ³. საზრდოობს წვიმის,თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს გაზაფხულზე, დაბალი — შემოდგომაზე. ზაფხულშიწყალი თბილია, მაქსიმალური ტემპერატურა — 28 °C. ზამთრობით ტბაზე ჩნდება ყინულნაპირისი, ზოგჯერ — ყინულსაფარიც. წყალი მომლაშოა (მინერალიზაცია 2695 მგ/ლ). ტბაში მოშენებულია თევზი. საწყლოსნოსპორტისა და თევზაობის მოყვარულთა, აგრეთვე თბილისელთა დასასვენებელი ადგილია.
კუს ტბა
კუს ტბა, ქორქის ტბა — ტბა თბილისში, მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 686,7 მ-ზე. ზედაპირის ფართობი 0,034 კმ2, აუზის ფართობი 0,4 კმ2, უდიდესი სიღრმე 2,6 მ, საშუალო სიღრმე 1,7 მ. ტბის სიგრძე 180 მ-ია, ხოლო სიგანე 50 მ. მოთავსებულია მცირე ტაფობში. წარმოქმნილია ეგზოტექტონიკური (ძირითადად ქანების მეწყრული დაცოცების) შედეგად.
ერწოს ტბა
ერწოს ტბა — კარსტული ტბა ჯავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ყვირილის აუზში, ცხინვალ–ონის გზაზე, ცხინვალიდან 36 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1710 მ-ზე. ზედაპირის ფართობი 0,31 კმ². უდიდესი სიღრმე 19 მ, საშუალო სიღრმე 2,1 მ. უკავია 4 კარსტული ძაბრი. საზრდოობს წვიმისა და თოვლის წყლით. უდიდესი დონე მაის-ივნისშია, უმცირესი — აგვისტო-სექტემბერში. ზამთარში იყინება. ტბაშითევზი არ იცის.
ბატეთის ტბა
ბატეთის ტბა — მეწყრული წარმოშობის ტბა საქართველოში, ქარელის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბატეთისწყლის ხეობაში (მდინარე ძამის აუზი). ზღვის დონიდან 1313 მ. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ², აუზის ფართობი 5 კმ², უდიდესი სიღრმე 12 მ.[1] მეწყერი რომელმაც ტბა წარმოშვა, სამხრეთიდანაა ჩამოწოლილი. ვრცელი ნაპირი არ გააჩნია. გარშემორტყმულია წიწვნარ-წიფლნარი ტყით შემოსილი ფერდობებით. წყალი გამჭვირვალეა და მტკნარი. ტბიდან გამოდის ნაკადული. ტბის სამხრეთ ნაპირი დაჭაობებულია. დეკემბრიდან მარტამდე ყინულითაა დაფარული. ტბაში ბინადრობს საქართველოს წითელ წიგნში შესული მცირეაზიური ტრიტონი. წითელი წიგნის მონაცემებით ტბაშიკალმახიც გვხვდება.[2]
აბუდელაურის ტბა
აბუდელაურის ტბა — მყინვარული (მორენული) ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე როშკისწყლის მარჯვენა შენაკადის აბუდელაურის სათავეში (ხევსურეთის არაგვის აუზი), ზღვის დონიდან 2812 მ, ფართობი 0,035 კმ². მაქსიმალური სიღრმე 3,8 მ, მოცულობა 45 500 მ³. საზრდოობს თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით. გამდინარეა. მაქსიმალური დონე აქვს ზაფხულში, მინიმალური — ზამთარში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვეზე მეტი) ყინულითაა დაფარული. ყინულისაგან თავისუფლდება მაისის ბოლოს, ტბაში თევზი არ არის.
ყელის ტბა
ყელის ტბა — ტბა ყელის ვულკანურ ზეგანზე, ახალგორის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 2914 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 1,28 კმ², უდიდესი სიღრმე 63 მ, საშუალო სიღრმე 24,7 მ, წყლის მოცულობა 31,6 მლნ მ³. წყალშემკრები აუზის ფართობი 7,8 კმ². მერიდიანულად გადაჭიმული ტბის ქვაბული შექმნილია დიდი მყინვარული ცირკის ლავური ნაკადის შეგუბებით, რომელიც შემდეგში მყინვარმა გადაამუშავა. ტბა საზრდოობს თოვლის, მიწისქვეშა და წვიმის წყლით. მაქსიმალური დონე ივნისშია, მინიმალური — თებერვალში. ტბიდან გამოედინება მდინარე ქსანი. ტბა 7-8 თვე ყინულითაა დაფარული. წყალი მტკნარია. თევზი არ არის.
Подписаться на:
Сообщения (Atom)