пятница, 23 января 2015 г.


ფარავნის ტბა


ფარავანი — ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა სამხრეთ საქართველოში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). გაწოლილია აბულ-სამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორის მდებარე ქვაბულში, ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე. ფარავნის ტბის სარკის ფართობია 37,5 კმ², ჩამდინარე წყლების არეთი 234 კმ². ტბის მაქსიმალური სიღრმეა 3,3 მ, საშუალო 2,2, მ. წყლის მოცულობა 91 მილიონი კუბური მეტრი. წყლის დონე ყველაზე დაბალია ოქტომბერ-ნოემბერში, ყველაზე მაღალი მაის-ივნისში. ტბა გაყინულია ზამთარში, ყინულის სისქე ირყევა 47-73 სმ შორის. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით.

Комментариев нет:

Отправить комментарий