пятница, 23 января 2015 г.
ლისის ტბა
ლისის ტბა — ტბა თბილისის ქვაბულში, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით. ზედაპირის ფართობია 0,47 კმ², აუზის ფართობი — 16 კმ², მაქსიმალური სიღრმე — 4 მ, მოცულობა — 1,22 მლნ. მ³. საზრდოობს წვიმის,თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს გაზაფხულზე, დაბალი — შემოდგომაზე. ზაფხულშიწყალი თბილია, მაქსიმალური ტემპერატურა — 28 °C. ზამთრობით ტბაზე ჩნდება ყინულნაპირისი, ზოგჯერ — ყინულსაფარიც. წყალი მომლაშოა (მინერალიზაცია 2695 მგ/ლ). ტბაში მოშენებულია თევზი. საწყლოსნოსპორტისა და თევზაობის მოყვარულთა, აგრეთვე თბილისელთა დასასვენებელი ადგილია.
კუს ტბა
კუს ტბა, ქორქის ტბა — ტბა თბილისში, მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 686,7 მ-ზე. ზედაპირის ფართობი 0,034 კმ2, აუზის ფართობი 0,4 კმ2, უდიდესი სიღრმე 2,6 მ, საშუალო სიღრმე 1,7 მ. ტბის სიგრძე 180 მ-ია, ხოლო სიგანე 50 მ. მოთავსებულია მცირე ტაფობში. წარმოქმნილია ეგზოტექტონიკური (ძირითადად ქანების მეწყრული დაცოცების) შედეგად.
ერწოს ტბა
ერწოს ტბა — კარსტული ტბა ჯავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ყვირილის აუზში, ცხინვალ–ონის გზაზე, ცხინვალიდან 36 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1710 მ-ზე. ზედაპირის ფართობი 0,31 კმ². უდიდესი სიღრმე 19 მ, საშუალო სიღრმე 2,1 მ. უკავია 4 კარსტული ძაბრი. საზრდოობს წვიმისა და თოვლის წყლით. უდიდესი დონე მაის-ივნისშია, უმცირესი — აგვისტო-სექტემბერში. ზამთარში იყინება. ტბაშითევზი არ იცის.
ბატეთის ტბა
ბატეთის ტბა — მეწყრული წარმოშობის ტბა საქართველოში, ქარელის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბატეთისწყლის ხეობაში (მდინარე ძამის აუზი). ზღვის დონიდან 1313 მ. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ², აუზის ფართობი 5 კმ², უდიდესი სიღრმე 12 მ.[1] მეწყერი რომელმაც ტბა წარმოშვა, სამხრეთიდანაა ჩამოწოლილი. ვრცელი ნაპირი არ გააჩნია. გარშემორტყმულია წიწვნარ-წიფლნარი ტყით შემოსილი ფერდობებით. წყალი გამჭვირვალეა და მტკნარი. ტბიდან გამოდის ნაკადული. ტბის სამხრეთ ნაპირი დაჭაობებულია. დეკემბრიდან მარტამდე ყინულითაა დაფარული. ტბაში ბინადრობს საქართველოს წითელ წიგნში შესული მცირეაზიური ტრიტონი. წითელი წიგნის მონაცემებით ტბაშიკალმახიც გვხვდება.[2]
აბუდელაურის ტბა
აბუდელაურის ტბა — მყინვარული (მორენული) ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე როშკისწყლის მარჯვენა შენაკადის აბუდელაურის სათავეში (ხევსურეთის არაგვის აუზი), ზღვის დონიდან 2812 მ, ფართობი 0,035 კმ². მაქსიმალური სიღრმე 3,8 მ, მოცულობა 45 500 მ³. საზრდოობს თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით. გამდინარეა. მაქსიმალური დონე აქვს ზაფხულში, მინიმალური — ზამთარში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვეზე მეტი) ყინულითაა დაფარული. ყინულისაგან თავისუფლდება მაისის ბოლოს, ტბაში თევზი არ არის.
ყელის ტბა
ყელის ტბა — ტბა ყელის ვულკანურ ზეგანზე, ახალგორის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 2914 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 1,28 კმ², უდიდესი სიღრმე 63 მ, საშუალო სიღრმე 24,7 მ, წყლის მოცულობა 31,6 მლნ მ³. წყალშემკრები აუზის ფართობი 7,8 კმ². მერიდიანულად გადაჭიმული ტბის ქვაბული შექმნილია დიდი მყინვარული ცირკის ლავური ნაკადის შეგუბებით, რომელიც შემდეგში მყინვარმა გადაამუშავა. ტბა საზრდოობს თოვლის, მიწისქვეშა და წვიმის წყლით. მაქსიმალური დონე ივნისშია, მინიმალური — თებერვალში. ტბიდან გამოედინება მდინარე ქსანი. ტბა 7-8 თვე ყინულითაა დაფარული. წყალი მტკნარია. თევზი არ არის.
ბაზალეთის ტბა
ბაზალეთის ტბა — ტბა საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ დუშეთის სამხრეთით 5 კმ-ზე. ზღვის დონიდან 879 მ. ზედაპირის ფართობი 1,22 კმ², მაქსიმალური სიღრმე 7 მ, წყლის მოცულობა დაახლოებით 4 მლნ. მ³. ტბის ქვაბული წარმოიშვა ბაზალეთის ვაკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის მულდისებრი გაღუნვის შედეგად.[1]
ქოჩების ტბა
ქოჩების ტბა — მომცრო ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შირაქის ვაკესა და ივრის ზეგანს შორის, ზღვის დონიდან 775 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,38 კმ², წყლის მოცულობა 1060 200 მ³, წყალშემკრები აუზის ფართობი 1,3 კმ². მაქსიმალური სიღრმე 3,2 მ, საშუალო სიღრმე 2,8 მ. ტბა გაუდინარია. წყალი მომლაშოა (6,9 გრ/ლ).[1] ერთ-ერთი მეცნიერული მოსაზრების თანახმად, ქოჩების ტბა კასპიის ზღვის ნაშთს წარმოადგენს.[2]
კუმისის ტბა
კუმისის ტბა — ხელოვნური ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, სოფ. კუმისის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
მოქცეულია იაღლუჯის მაღლობსა და წალასყურის ვაკეს შორის ამავე სახელწოდების ტაფობში, ზღვის დონიდან 475 მ სიმაღლეზე. აუზის ფართია 97 კმ², ხოლო ზედაპირის დაახლოებით 5 კმ². სიგრძე თითქმის 3 კმ, სიგანე საშუალოდ 1 კმ. საშუალო სიღრმე დაახლოებით 1 მ, მაქსიმალური 4 მ (დამოკიდებულია წყლის დონის რყევაზე).
წუნდის ტბა
წუნდის ტბა — ტბა საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1539 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი — 0,034 კმ², აუზის ფართობი 1,8 კმ². უდიდესი სიღრმე 10,8 მ, საშუალო სიღრმე 6,6 მ. წყლის მოცულობა 284 ათ. მ³. ტბის ქვაბული წარმოქმნილია ახალქალაქის ლავური პლატოს დასავლეთი პერიფერიის დამეწყვრის შედეგად. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ტბა გაუდინარი და მტკნარია.
საღამოს ტბა
საღამოს ტბა — ტბა ჯავახეთში. ზღვის დონიდან 1996 მ. სარკის ფართობი 4,8 კმ², უდიდესი სიღრმე 2,3 მ. საშუალო სოღრმე 1,6 მ. წყლის მოცულობა 7,7 მლნ მ³, წყალშემკრები აუზის ფართობი 528 კმ². ტექტონიკური წარმოშობისაა. აქვს ტრაპეციის ფორმა. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. მაქსიმალური დონე მაისშია, მინიმალური – სექტემბერში. ტბაზე გაედინება მდინარე ფარავანი. ივლისში ზედაპირული წყლის ტემპერატურა 14,4ºC. ზამთარში იყინება 4,5 თვით. ტბასთან გაშენებულია სოფელი საღამო.
ფარავნის ტბა
ფარავანი — ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა სამხრეთ საქართველოში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). გაწოლილია აბულ-სამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორის მდებარე ქვაბულში, ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე. ფარავნის ტბის სარკის ფართობია 37,5 კმ², ჩამდინარე წყლების არეთი 234 კმ². ტბის მაქსიმალური სიღრმეა 3,3 მ, საშუალო 2,2, მ. წყლის მოცულობა 91 მილიონი კუბური მეტრი. წყლის დონე ყველაზე დაბალია ოქტომბერ-ნოემბერში, ყველაზე მაღალი მაის-ივნისში. ტბა გაყინულია ზამთარში, ყინულის სისქე ირყევა 47-73 სმ შორის. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით.
პაპანწყვილის ტბა
პაპანწყვილი — კარსტული ტბა ურთის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ხობის მუნიციპალიტეტში. სარკის ფართობი 0,62 ჰა, მაქსიმალური სიღრმე 7 მ, საშუალო სიღრმე 4,2 მ, წყლის მოცულობა 26400 მ³. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარეა. წყალი მომწვანოა. ზაფხულობით ტბაში წარმოიქმნება პირდაპირი ტემპერატურის სტრატიფიკაცია. წყალი ცისფერი და გამჭვირვალეა. გარშემორტყმულია ფიჭვოვანი ტყით.
ტობავარჩხილის ტბა
ტობავარჩხილი (მეგრ. ვერცხლის ტბა, ტბავერცხლი) — კარული ტბა ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2650 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი — 0,21 კმ.², წყალშემკრები აუზის ფართობი — 1,12 კმ.², უდიდესი სიღრმე — 35 მ., საშუალო სიღრმე — 15,8 მ., წყლის მოცულობა — 3,3 მლნ. მ.³. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარე. წყლის დონე დაბალია — ზამთარში, მაღალია — ივლისში. წყალი მტკნარია. თევზი არ იცის.
პალიასტომის ტბა
პალიასტომი — გამდინარე ტბა ოდიშ-გურიის დაბლობზე, ქალაქ ფოთთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ზედაპირის ფართობი 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³. მდებარეობს ზღვის დონიდან — 0.3 მ დაბლა. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. ტბას ერთვის მდინარე ფიჩორი, გამოედინება მდინარე კაპარჭინა. მაღალი დონე იცის გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, დაბალი — ზამთარში. წყალი თბილია ივლის-აგვისტოში(25,1°C), ცივია იანვარში (5,2 °C), ძლიერი ქარების გამო ტბაზე ხშირად ჰომოთერმიაა, ცივ ზამთარშიგაძგიფულია და ჩნდება ყინულნაპირისი.
მწვანე ტბა
მწვანე ტბა — ტბა ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2058მ. ზედაპირის ფართობი 0,05 კმ². უდიდესი სიღრმე 19,4 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. გაედინება მიწისქვეშა გზით. წყლის დონე გაზაფხულზე მაღალია, ზამთარში დაბალი. სუსტად მინერალიზებული, სუფთა, გამჭვირვალე და სასმელად ვარგისია. ტბაში თევზი არ არის.
ნურის ტბა
ნურის ტბა (ყოფ. პიონერთა ტბა; სხვა სახელწოდებებია: ნური-გელი ან გელ-ბაში) — ოვალური ფორმის ბუნებრივი წარმოშობის ტბა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ ბათუმისტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპიროს სიახლოვეს. მდებარეობს ზღვის დონიდან 0,2 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,07 კმ², აუზის ფართობი 0,10 კმ², მაქსიმალური სიღრმე 5,1 მ, საშუალო სიღრმე 3,42 მ. წყლის მოცულობა 0,24 მლნ მ³. უმეტესწილად საზრდოობს მიწისქვეშა წყლით.
ინკითის ტბა
ინკითი — რელიქტური ტბა ბიჭვინთის კონცხზე, აფხაზეთში, გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,ზღვის დონიდან 1 მ, სარკის ფართობი 0,4 კმ², უდიდესი სიღრმე 3,2 მ, წყლის მოცულობა 810 ათ. მ³. ადრე ტბიდან ნაკადული გაედინებოდა, წყალი მტკნარი იყო. ამჟამად ტბის დონის ხელოვნურად დაწევის გამო, ტბაში ზღვის წყალმა იწყო შეჟონვა და წყლის მარილიანობა 5 გრ/ლ-მდე გაიზარდა. ინკითში 10 სახეობისთევზია. თევზის რეწვა პერიოდულია.
ცისფერი ტბა
ცისფერი ტბა — კარსტული ტბა საქართველოს ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, აფხაზეთში (გაგრის მუნიციპალიტეტი). გაწოლილია მდინარე ბზიფის შუა დინების მარჯვენა ნაპირზე, 109,5 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი — 0,0012 კმ², უდიდესი სიღრმე 23 მ, საშუალო სიღრმე 15 მ, წყლის მოცულობა 18000 მ³.
ტბის ფსკერზე ამოდის მძლავრი ვოკლუზი. ტბიდან გადის ნაკადი. წყალი სუფთაა და გამჭვირვალე.ზაფხულში წყლის ტემპერატურაა 8,5°.
ამტყელის ტბა
ამტყელი (აზანთა) — ტბა აფხაზეთში გულრიფშის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 507 მ. ზედაპირის ფართობი 0,58 კმ², აუზისა — 153 კმ², სიღრმე 64 მ. წლის განმავლობაში წყლის დონის მკვეთრი მერყეობის გამო (30-35 მ) ცვალებადია ტბის ზედაპირის ფართობი და სიღრმე. ამტყელი წარმოიშვა 1891 წლის 3 ოქტომბერს, როდესაც მთა პატარა შხაპაჭის ფერდობის ჩამოქცევის შედეგად აქ გზა ჩაეხერგა მდინარეამტყელს.
რიწა
რიწის ტბა, ასევე დიდი რიწა (აფხ. Риҵа) — ტბა, აფხაზეთში, საქართველოში, მდინარე ბზიფის აუზში,ზღვის დონიდან 884 მ, სარკის ფართობი 1,49 კმ², აუზის ფართობი 154 კმ², მოცულობა 94 მლნ/მ³, მაქსიმალური სიღრმე 101 მ. ქვაბული წარმოიქმნა გაგრის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული კლდეზვავით, მდინარე ლაშიფსის დაგუბების შედეგად.
Подписаться на:
Сообщения (Atom)